Tuesday, June 12, 2012

ხელოვნება და არქიტექტურა

საქართველოს კულტურა 4000 წლისაა. არქეოლოგიური გათხრებით დადასტურდა, რომ საქართველოში იყო მეტალურგიული ცენტრი. ლითონზე მუშაობა იხვეწებოდა საუკუნეების მანძილზე, ანტიკური და შუა საუკუნეების პერიოდიდან.


ეგზემპლარებს შორის, რომელიც დათარიღებულია ძვ.წთ III ს. და ახ.წთ. I საუკუნეში. არის ოქროს ლომი, ოქროს და ვერცხლის თასები თრიალეთიდან. ძვირფასეულობა ახალგორიდან არის საქართველოს ხელოვნების ნიმუში.


ხელოვნების და არქიტექტურის ახალი ერა დაიწყო ქრისტიანობის მიღების შემდეგ 337 წ.
განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია სხვდასხვა დარგმა, ფრსკების მხატვრობამ, ხატწერამ, მომინანქრებამ.
IV საუკუნიდან განვითარდა საეკლესიო მშენებლობის ორი ძირითადი ფორმა, ცენტრალურ გუმბათოვანი და ბაზილიკა.


ბოლნისის სიონი და მცხეთის ჯვრის მონასტერი არის შუა საუკუნეების არქიტექტურის შესანიშნავი მაგალითი. საქათველოსთვის ოქროს ხანა იყო XI-XII საუკუნეები. უკვდავი არქიტექტურული ნიმუშები აშენდა X-XIII საუკუნეებში. ბაგრატის ტაძარი, ოშკი და ხახული (თურქეთის ტერიტორიაზე), გელათი, სვეტიცხოველი, სამთავისი, ალავერდი




ქართული ნაციონალური ბალეტი





"კაცობრიობის ყველა დაავადება, ტრაგიკული ისტორიები, რომლითაც სავსეა ისტორიის წიგნები, ყველა პოლიტიკური შეცდომა, ლიდერთა ყველა მარცხი წარმოშობილია ცეკვაში გამოუცდელობის გამო" წერდა მოლიერი.

ჰეივლოქ ელიზი აღნიშავდა, რომ " ცეკვა ეს არის ყველაზე ამაღელვებელი, აქტიური და ყველაზე მშვენიერი ხელოვნება, იმიტომ ეს არ არის უბრალოდ აბსტრაქცია, "ეს არის ცხოვრება".

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ " ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება ცეკვით". ეს შეიძლება ცოტა გადაჭარბებულად ჟღერდეს, მაგარმ ნამდვილ ცეკვას მოაქვს ბედნიერება და სულის სიმშვიდე, სულ ცოტა წარმოდგენის განმავლობაში.
თქვენ ალბათ გაგიკივირდებათ, რატომ არის ასეთი შეხედულება ცეკვაზე. ქართველი ხალხისთვის ცეკვა არ არის მხოლოდ კულტურის ნაწილი, ეს მათი ცხოვრებაა. უცხოელ სტუმრებს ხშირად უკვირთ, როცა ისინი საქართველოში ჩამოდიან, რადგან ეს არის სრულიად განსხვავებული ქვეყანა. ისინი სრულიად განსხვავებულ კულტურას ეცნობიან. ორიგინალური ქართული ცეკვები ასახავენ საქართველოს ცხოვრების სხვადსხვა ასპექტს. ცეკვები იყოფა მათი წარმოშობის მიხედვით და შეიცავენ სხვადასხვა რიტუალებს და ცერემონიებს. მთაში შემორჩენილი კერპთაყვანისმცემლობა ზეგავლენას ახდენს ქართულ ნაციონალურ ცეკვებზე.

ქართული ცეკვები იყობა სოლოდ, წყვილებად და ჯგუფურ ცეკვებად. ყველა მოცეკვავე უნდა დაემორჩილოს მოთხოვნის საერთო წესებს და ასახოს ეს ცეკვაში. ამავე დროს მოცეკვავემ არ უნდა დაკარგოს ინდივიდუალურობა. ზოგიერთი ცეკვა მოითხოვს პარტნიორებს შორის სიმარდეში, ძალაში, მოძრაობებში. ახალ ქართულ ფოლკლორულ ცეკვებში, რომელიც იქმნებოდა ბოლო 20, 30 წლის მანძილზე, შეინიშნება ცვლილებები ქალთა ცეკვებში. ეს ცეკვები მოითხოვს უფრო მეტ ენერგიას, აქტიურობას, მოძრაობებს, მაგრამ მაინც არ უნდა დაიკარგოს ტრადიციული შტრიხები. კაცთა ცეკვებიც საამაყოა და გამოირჩევა მაღალი ტექნიკით, მსოფლიოს სხვა ცეკვებისგან განსხვავებით. ისინი ცეკვავენ ფეხის წვერებზე, სპეციალური ფეხსაცმლის გარეშე.

ქალების როლი ცეკვაში საინტერესოა. ქალი არასოდეს ცდილობს ღიად მიიზიდოს პარტნიორი ცეკვის დროს, რადგან მას არ სურს შეამჩნიოს პარტნიორმა. პარტნიორი ინარჩუნებს დისტანცეს ცეკვის დროს და პატივს სცემს მის სილამაზეს. ჩვენი სურვილია გაეცნოთ ქართულ ფოლკლორულ ცეკვებს. ეს გასაოცარი და მშვენიერი ცეკვები წარმოადგენენ საქართველოს ისტორიას, ტრადიციებს და კულტურას.
ქართული ფოლკლორული ცეკვები არ არის ცნობილი მსოფლიოში, მაგრამ მაინც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. ქართული ცეკვის ანსაბლები , პროფესიონალებიც და მოყვარულების, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებენ მთელს მსოფლიოში. დახვეწილი მოძრაობები არა მარტო მაყურებელთა აღფრთოვანება იწვევს, არამედ მოცეკვავეებსაც სიამოვნებას ანიჭებს.

სანამ ჩვენ თითოეულ ცეკვას სათითაოდ აგიღწერთ, გადავხედოთ ზოგადად მთელს ცეკვებს. ყველა ცეკვა წარმოადგენს თავის მხარეს. მთის ცეკვები , როგორიცაა: მთიულური, ხევსურული, ყაზბეგური, მკვეთრად განსხვავდება სხვა ცეკვებისგან. მაგალითად აჭარული, დავლური ცეკვებისგან. ყველა ცეკვას აქვს თავის კოსტიუმი საქართველოს კუთხეების მიხედვით. ყველა ცეკვა იდგმება სასცენო წარმოდგენისთვის. ბევრი ცეკვა ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის მიერ არის დადგმული (ქართული ნაციონალური ცეკვების დამაარსებლები).

ქართული თეატრი და კინო





ქართულ თეატრს აქვს გრძელი ისტორია. თეატრის უძველესი სახეობა იყო "სახიობა" (ძვ.წთ. III საუკუნდან ახ. წთ. XVII საუკუნემდე). ქართული ნაციონალური თეატრი დაარსდა 1791 თბილისში, მწერილის, დრამატურგის და დიპლომატის გიორგი ავალიშვილის მიერ (1769-1850). XX საუკუნეში რუსთაველის თეატრში იდგმებოდა უილიამ შექსპირის და გერმანელი დრამატურგის ბერტოლტ ბრეჩტის საერთაშორისო წარმოდგენები.


პირველი კინო საქართველოში დაარსდა თბილისში, 1886 წლის 16 ნოემბერს. პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი (აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა –ლეჩხუმში) გადაიღო ვასილ ამაშუკელმა 1912წ. ამის შემდეგ, ალექსანდრე წუწუნავამ 1916 წელს გადაიღო მხატრული ფილმი "ქრიტინე".






ომის შემდგომ პერიოდში ქართულ თეატრს და კინოს ჰქონდა კარგი რეპუტაცია მთელ საბჭოთა კავშირში. ამ პერიოდში ბევრმა ქართველმა რეჟისორმა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. უნდა აიღნიშნოს, რომ პირველი თეატრი დაარსდა საქართველოში, გორში, სოფელ უფლისციხეში. უფლისციხე არის უძველესი კლდეში ნაკვეთი ქალაქი. ჩვენს წელთაღრიცვამდე II საუკუნის ბოლოს. უფლისციხე იყო განვითარებული ქალაქი, რომელიც მდებარეობდა აბრეშუმის დიდ სავაჭრო გზაზე.


სტუმრებს ეხლაც შეუძლიათ იარონ ანტიკურ ქუჩებზე, ნახონ კლდეში გამოკვეთილი თეატრი, სამეფო დარბაზები და აფთიაქები. ბეღელის ნარჩენები, ყურძნის შესანახი ჭურჭლის ნაწილები გვაძლევენ საშუალებას ვიქონიოთ წარმოდგენა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.




რუსთაველის ეროვნული თეატრი, ტატიშევს და არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის დიზაინით არის აშენებული. ისაი პიტოევმა დაიწყო თეატრის რეკონსტრუქცია და თეატრი ამავდროულად გადააკეთა სავაჭრო სახლად. თეატრის შენობის აღდგენა დაიწყო 1998 წლის 18 თებერვალს.


1901 წლის 7 თებერვალს გაზეთი "ივერია" წერდა: "6 თებერვალს, დღის ორ საათზე, ქართველ ხელოვანთა საზოგადოების შენობა აკურთხეს გოლოვინის მოედანზე.


შიმკევიჩის და ტატიჩევის გამოყენებული აქვთ როკოკოსა და ბაროკოს სტილის ფორმები. პირველად შენობა ფუნქციონირებდა როგორც ხელოვანთა საზოგადოების კლუბი და ასევე გამოყენებული იყო სხვადასხვა მიზნებისთვის.




პირველ სართულზე იყო მაყურებელთა ჰოლი, ხოლო მეორე სართულზე იმართებოდა კონცერტები. რესტორანი "ანონა" იყო ნახევრად სარდაფში, რომელიც შემდეგ გადაკეთდა კაფე-რესტორნად "ქიმერიონად" და ეს იყო ცისფერყანწელების რესტორანი. (ქართველ პოეტთა კავშირი). ცისფერყანწელთა თხოვნით, სარდაფის კედლებს დეკორაციები გაუკეთა სერგეი სუდეიკინმა. მათთან ერთად მუშაობდა სახელგანთქმული მხატვარი ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, კირილე ზდანიევიჩი და ზიგმუნდ ვალიშევსკი. მათ მოგვიანებით შეუერთდა ირაკლი კაკაბაძე, რომლის სახელი მნიშვნელოვანია ქართული კულტურისთვის.


საბჭოთა პერიოდში მათი შედევრები იკრძალებოდა და სამწუხაროდ ჩვენამდე ძალიან ცოტამ მოაღწია. მიხეილ ვორონცოვის დახმარებით დაიწყო ძველი ოპერის თეატრის მშენებლობა 1847 წელს და გაგრძელდა 4 წელი. თეატრის დიზაინი ეკუთვნის იტალიელ არქიტექტორს ანტონიო სკუდიერს. თეატრის შენობა მთელს კავკასიაში იყო ყველაზე დიდი, რომელიც განკუთვნილი იყო 800 ადამიანისთვის. ძველი ოპერა მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. შემდეგ აშენდა ახალი ოპერა რუსთაველის გამზირზე, შრეტერის დიზაინით. ეს თაეტრი ცნობილია როგორც "საგანძურის თეატრი", განკუთვნიალია 1200 ადამიანისთვის და ფუნქციონირებს დღესაც. ოპერის თეატრი გაიხსნა 1896 წლის 3 ნოემბერს , მიხაილ გლინკას ოპერით "ივან სუსანინი". შენობა მორთულია მაურიტული სტილით, ვიწრო სვეტებით და ლამაზი ორნამეტებით. წინა შესასვლელში არის მაურიტული სტილის ჭერი.




შენობის რეკონსტრუქცია დაიწყო 1982-1987 წლებში. აღდგენით სამუშაოებს ხელმძღვანელბდა არქიტექტორი ოთარ ნახუცრიშვილი, რომელმაც თეატრის ფასადებს დაუბრუნა თანამედროვე სახე. ამირან გოგოლაძემ აღადგინა "ქიმერიონის" ფრესკა. თეატრს აქვს სამი სცენა, რომელიც შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. მთავარი სცენა (783 ადგილით), საშუალო სცენა (300 ადგილით) და ექსპერიმენტალური სცენა (182 ადგილით). თეატრი საამაყოა იმითაც, რომ არის დარბაზები კონფერეციებისთვის, საშუალო ზომის ვესტიბიული დ პატარა ოთახი სტუმრებისთვის. 1949 წლის 9 იანვარს ოპერა მთლიანად დაიწვა. გადარჩა მხოლოდ გარეთა ფასადი. შენობა აღადგინეს ფოტოების მიხედვით.


ქართული თეატრის ისტორია წარმოუდგენელია "მარჯანიშვილის თეატრის" გარეშე. თეატრი დაარსდა კოტე მარჯანიშვილის მიერ 1928 წელს ქუთაისში. თეატრმა ეს სახელწოდება მიიღო კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ 1933 წელს. ანტიკური, თანამედროვე და კლასიკური დრამები ამჟამადაც იდგმება თეატრის სცენაზე. ყველა ეს წარმოდგენა არის არის უნიკალური და თეატრის სიამაყე. მარჯანიშვილის თეატრი საზღვარგარეთ ხშირად მიდიოდა გასტროლებზე. წარმატებული გასტროლები კვალს ტოვებდა ქართულ ნაციონალურ კულტურაში. ქართველი მაყურებელი არის პრიორიტეტი მარჯანიშვილის თეატრისთვის.

ქართული კულტურა

ქართული კულტურა ვითარდებოდა ქვეყნის ისტორიასთან ერთად, ასაზრდოებდა რა მას ქართულ ანბანზე დაფუძნებული უნიკალური ეროვნული კულტურით და ძლიერი დამწერლობითი ტრადიციებით. ეს უზრუნველყოფდა ძლიერ ეროვნულ თვითმყოფადობას, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს განსაკუთრებულობის შენარჩუნებას, მიუხედავად  დამპყრობელთა არა ერთგზის ასიმილაციის მცდელობისა.





ქართული მუსიკა  
ქართული მუსიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია ცნობილი. სიმფონიური ორკესტრის არსებობა, მუსიკალური თეატრები სხვადასხვა ქალაქებში,მუსიკალური სკოლები, ეს ყველაფერი ასახავს საქართველოს კულტურას.
Georgian Musical Instruments, Music 
ევროპული პროფესიული მუსიკა სტანდარტების მიხედვით, ითვლის რამოდენიმე დეკადას. ფაქტობრივად, აკადემიური მუსიკა წარმოიშვა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში. ქართულ მუსიკას აქვს დიდი პოტენციალი სწრაფი განვითარებისთვის. ხელნაწერები გვაძლევენ ინფორმაციას, ორიგინალური რიტუალების შესახებ, რომლებიც მუსიკის თანხლებით სრულდებოდა და რომლებსაც ასრულებდენენ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ტომები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ანტიკური ხანის მუსიკალური ინსტრუმენტები: სალამური, ჩანგი და სხვა. კოლხებისა და იბერიელების მუსიკის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებდნენ ბერძენი ისტორიკოსები: ჰეროდოტე, სტრაბონი და სხვები. ფოლკლორულ მუსიკას, განსაკუთრებული ადგილი უკავია კულტურულ ღირებულებაში ქართველი ხალხისთვის.
 Georgian Musical Instruments, Music


მუსიკალური ტრადიციები

მრავალხმიანი მუსიკა ანტიკური პერიოდიდან დღემდე არის შემორჩენილი. საქართველოს ყველა კუთხეს აქვს საკუთარი მუსიკალური ტრადიციები, დიალექტი და წარმოდგენის მანერა. არც ერთ მათგანში არ მეორდება ერთნაირი ინტონაცია და ჰარმონიულობა. ეს არის სტილი , რომელიც სამი ფორმით არის წარმოდგენილი. მრავალხმიანი სიმღერა არის სვანეთში, სადაც ყველა ხმა ერთი და იგივე რიტმში იმღერება. მრავალხმიანი დიალოგი დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის, მონოტონურად ორ ხმაში და სერთოდ კონტრასტული მრავალხმიანი სიმღერაა დამახასიათებელი დასავლეთ საქართველოსთვის. დასავლეთში დომინირებს აჭარული და გურული მრავალხმიანი სიმღერა, რომელსაც მუშაობის დროს მღერიან.
Georgian Musical Instruments, Music 
ქართული ფოლკლორისთვის ძირითადად სამხმიანობაა დამახასიათებელი, მაგრამ გვხვდება ოთხხმიანიც, ორხმიანიც და ერთხმიანი მიმდინარეობები. არის სიმღერები, რომელიც იმღერება მუშაობის დროს, აკვანთან, გლოვისას დასაფლავებაზე და სრულდება ნაციონალურ ინსტრუმენტების თანხლებით.
ბუნებრივია, რომ მდიდარი ტრადიციების მუსიკამ წარმოშვა საეკლესიო მუსიკა, მას შემდეგ რაც საქართველოში ქრისტიანობა გავრცელდა (IVს).

ეს მიმდინარეობა განსაკუთრებით განვითარდა სასულიერო აკადემიებში და სკოლებში (იყალთო, გელათი) და საქართველოს კულტურულ ცენტრებში ( იერუსალიმში, ათონის და სინას მთაზე) VIII-X საუკუნეების ჰიმნების კოლექცია, ( რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანია მიქაელ მოდრეკილის ჰიმნი IX-X), სხვადასხვა სახის ტექსტები და ორიგინალური მუსიკა. ქართველი და უცხოელი მკვლევარები მუშაობენ მათ გაშიფვრაზე.

ყველაფერი ეს ასახავს ქართველ ხალხზე წარმოდგენას, მაღალგანვითარებული სმენის მგრძნობელობას და კომპლექსურობას. 1977 წელს კოსმოსში გააგზავნეს ერთ-ერთი ქართული მუსიკალური ჩანაწერი ჩაკრულო, ნიშნად იმისა , რომ საქართველო იყო ევროპული კულტურის ნაწილი. XIX საუკუნეში, მიუხედვად რუსეთის მმართველობისა, ქართულმა მუსიკამ მაინც დაიწყო განვითარება.

ევროპულმა ოპერამ მოახდინა ზეგავლენა, რომ საქართველოშიც განვითარებულიყო ეს მიმდინარეობა. წლების განმავლობაში ოპერებს ქმინდნენ ზაქარია ფალიაშვილი, ვიქტორ დოლიძე, დიმიტრი არაყიშვილი. XX საუკუნის 20-იან წლებიდან დაიწყო სიმფონიური მუსიკის განვითარება.

თანდათან გალობამ ეკლესიებშიც გადაინაცვლა. უცხო ქვეყნებმა მოხდინეს ზეგავლენა საეკლესიო გალობაზე. ერთის მხრივ ეს იყო პალესტინა და სირია, მეორეს მხრივ - ბიზანტია, მაგრამ ორიგინალური ჰიმნოგრაფიული ნიმუშები იქმნებოდა V საუკუნიდან. საეკელსიო გალობა დაიწყო დაახლოებით VII საუკუნიდან და ამ დროს უკვე იგრძნობოდა უცხო ქვეყნების ზეგავლენა.

მრავალხმიანი სიმღერა წარმოიშვა საეკლესიო გალობიდან, რამაც გამოიწვია ნაციონალური მუსიკის განვითარება. ამ პროცესში უხვად იყო ფოლკლორული მუსიკის ელემენტები, რომელიც შემდეგ საუკუნეებშიც გაგრძელდა.
 

Tuesday, April 24, 2012

ართული ეროვნული ბალეტი — ქორეოგრაფიული ანსამბლი, დაარსდა 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლის მიერ ქართულ ცეკვაში განხორციელებული რეფორმა ახლოა ე.წ. "მოდერნ-ბალეტის" პრინციპებთან, თუმცა მისი არსით და პოეტიკით ეს ღრმად ეროვნული და ჭეშმარიტად ქართული ქორეოგრაფიაა. პირველი კონცერტი გაიმართა 1945 წლის 11 ივნისს. 1948 წელს ანსამბლი პირველად გასცდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს. 1970 წელს ანსამბლს მიენიჭა "აკადემიურის" სტატუსი. ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო ანსამბლს განხორციელებული აქვს 200-ზე მეტი ტურნე. მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში გამართული აქვს 19200-ზე მეტი წარმოდგენა. ანსამბლის ქორეოგრაფიულ ხელოვნებას 60 მილიონზე მეტი მაყურებელი ეზიარა. 1967 წელს ანსამბლმა კონცერტი ლა-სკალაში გამართა და პირველი და დღემდე ერთადერთი ფოლკლორული დასი გახდა, რომელიც ამ თეატრის სცენაზე გამოვიდა. 1985 წლიდან ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო თენგიზ სუხიშვილი. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი. დირექტორი - ნინო სუხიშვილი.ართული ეროვნული ბალეტი — ქორეოგრაფიული ანსამბლი, დაარსდა 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლის მიერ ქართულ ცეკვაში განხორციელებული რეფორმა ახლოა ე.წ. "მოდერნ-ბალეტის" პრინციპებთან, თუმცა მისი არსით და პოეტიკით ეს ღრმად ეროვნული და ჭეშმარიტად ქართული ქორეოგრაფიაა. პირველი კონცერტი გაიმართა 1945 წლის 11 ივნისს. 1948 წელს ანსამბლი პირველად გასცდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს. 1970 წელს ანსამბლს მიენიჭა "აკადემიურის" სტატუსი. ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო ანსამბლს განხორციელებული აქვს 200-ზე მეტი ტურნე. მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში გამართული აქვს 19200-ზე მეტი წარმოდგენა. ანსამბლის ქორეოგრაფიულ ხელოვნებას 60 მილიონზე მეტი მაყურებელი ეზიარა. 1967 წელს ანსამბლმა კონცერტი ლა-სკალაში გამართა და პირველი და დღემდე ერთადერთი ფოლკლორული დასი გახდა, რომელიც ამ თეატრის სცენაზე გამოვიდა. 1985 წლიდან ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო თენგიზ სუხიშვილი. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი. დირექტორი - ნინო სუხიშვილი.

ართული ეროვნული ბალეტი — ქორეოგრაფიული ანსამბლი, დაარსდა 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლის მიერ ქართულ ცეკვაში განხორციელებული რეფორმა ახლოა ე.წ. "მოდერნ-ბალეტის" პრინციპებთან, თუმცა მისი არსით და პოეტიკით ეს ღრმად ეროვნული და ჭეშმარიტად ქართული ქორეოგრაფიაა.
პირველი კონცერტი გაიმართა 1945 წლის 11 ივნისს. 1948 წელს ანსამბლი პირველად გასცდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს. 1970 წელს ანსამბლს მიენიჭა "აკადემიურის" სტატუსი.
ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო ანსამბლს განხორციელებული აქვს 200-ზე მეტი ტურნე. მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში გამართული აქვს 19200-ზე მეტი წარმოდგენა. ანსამბლის ქორეოგრაფიულ ხელოვნებას 60 მილიონზე მეტი მაყურებელი ეზიარა. 1967 წელს ანსამბლმა კონცერტი ლა-სკალაში გამართა და პირველი და დღემდე ერთადერთი ფოლკლორული დასი გახდა, რომელიც ამ თეატრის სცენაზე გამოვიდა.
1985 წლიდან ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო თენგიზ სუხიშვილი. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი. დირექტორი - ნინო სუხიშვილი.

სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია

საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია ერთ-ერთი უძველესია.ჩვენს წინაპრებს სტუმარი ღვთის საჩუქრად მიაჩნდათ და მთელი სულით და გულით ცდილობდნენ ესიამოვნებინათ მისთვის.ვფიქრობ ეს ტრადიცია არ უნდა დაიკარგოს და აუცილებლად უნდა გადაეცეს ჩვენს მომავალ თაობებს.ბევრი ტრადიცია გაუფასურდა და შეიძლება ყველა მათგანის ჩამოშორებას რაღაც მიზეზი ქონდეს,მაგრამ ვფიქრობ ეს ტრადიცია ქართულმა ერმა აუ უნდა დაკარგოს.სტუმარ-მასპინძლობაზე უამრავი ნაწარმოები შექმნილა და ჩემი აზრით აუცილებელია დავაფასოთ წინაპართა დანატოვარი და გაუფრთხილდეთ მას.
სიტყვა ტრადიცია ქართველთათვის ბევრი რამის მთქმელია.ქართველები საუკუნეების მანძილზე ქმნიდნენ ტრადიციებს და თაობიდან თაობას გადასცემდნენ,რათა შეენარჩუნებინათ ის სული რაც ჩვენ წინაპრებს ქონდათ.ტრადიციების დაცვა და მათი შენახვა ყველა ქართველის ვალია.რათქმაუნდა დიდი დრო გავიდა,ადამიანებს შეეცვალათ აზროვნება და შესაძლოა ბევრი ჩვენი წინაპრისთვის ღირებული რამ ჩვენთვის არც ისე მისაღებია,ალბათ სწორედ ამ ყველფერმა გამოიწვია ის რომ ბევრი ტრადიცია მივიწყებულ იქნა.
მაგალითისთვის: დღესდღეობით ძალიან იშვიათია და ისიც მააღლა მთებშიღაა შემორჩენილი სისხლის აღების ვფიქრობ სასტიკი ტრადიცია.
ალბათ იმ ტრადიციების უმრავლესობა რომელიც ფაქტიურად აღარ არსებობს,არც არავის აკლია და ალბათ თანამედროვეობაში აღარაა მათი ადგილი,ბევრისთვის შეიძლება ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია მაგრამ რეალობა ასეთია.
 
 
ქართული ხალხური მუსიკა სათავეს უძველეს დროში იღებს. იგი თავიდანვე დაკავშირებული იყო ჩვენს წინაპართა ყოფასთან. მასში, როგორ სარკეში, არეკლილია ქართველი ერის უმდიდრესი ისტორია, სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირული შემართება. ხალხური მუსიკა ოდითგანვე ერის სულიერ საზრდოს წარმოადგენდა და ქართველი კაცის ყოველ სამეურნეო თუ ყოფით საქმიანობას უკავშირდებოდა. მღეროდნენ ომის, შრომის, ავადმყოფობის, მხიარულების, მწუხარების დროს. სიმღერა სწორედ ის ძალა იყო, რომელიც გაჭირვებაში მხნეობასა და სიმტკიცეს მატებდა. ამიტომაც უფრთხილდებოდა ქართველი კაცი თავის მრავალსაუკუნოვან მუსიკალურ ენას.
უძველესი ცნობები ქართული ხალხური მუსიკის შესახებ არქეოლოგიურ მასალებსა და ძველბერძნულ წყაროებში მოიპოვება. აღმოჩენილია სხვადასხვაგვარი საკრავი, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე დაუმზადებიათ: სალამურები, ჩანგი, ლირა
უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდან მრავალხმიანობა ახასიათებდათ. მრავალხმიანობა, ანუ პოლიფონიურობა, კი უნიკალურ მოვლენად ითვლება და მსოფლიოს ხალხთა შორის ერთეულები თუ დაიტრაბახებენ ასეთი სიმდიდრით. ქართული მრავალხმიანობა მათ შორისაც სრულიად განსაკუთრებულია, განსხვავებული და მრავალეფროვანი. საქართველოს ყველა კუთხეს თავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს, ასეთი დიალექტები 15-მდე აღწევს.
ქართული ხალხური სიმღერები ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნიან ჩვენს წინაპართა ადათებსა და ცხოვრების წესზე. ამდენად, ქართულ ხალხურ სიმღერას ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. საქართველოში დღემდეა შემორჩენილი უძველესი სარწმუნოების კვალი, რომელშიც ქართველთა მითოლოგიური წარმოდგენებია ასახული. ქართულ სოფელში დღესაც შეიძლება მოისმინოთ უძველესი შელოცვები, ამინდის ღვთაების საგალობლები, მზის სადიდებელი ჰიმნი, სამკურნალო სავედრებელნი და სხვა. მათი შესწავლა საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ, როგორ მღეროდნენ ჩვენი წინაპრები 2-3 ათასი წლის წინ.
აღსანიშნავია, რომ უძველესი სიმღერები მრავალხმიანია და გუნდურად სრულდება, რაც ქართული ხალხური მუსიკის ყველაზე უფრო დამახასიათებელი და გამორჩეული მხარეა.
საუკუნეების მანძილზე ქართული ხალხური სიმღერა იხვეწებოდა და მდიდრდებოდა. „ჩაკრულოს“„ლილეს“, „ჰასანბეგურას“, „მრავალჟამიერის“„იავნანას“ და კიდევ მრავალ უბრწყინვალეს სიმღერათა სამშობლო – საქართველო „მსოფლიო ხალხური მუსიკის სატახტო ქვეყნად იქცა“*, ხოლო ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიო შედევრად აღიარეს.
 
ქართული ცეკვა — ქართულ ფოლკლოლურ ცეკვათა ერთობლიობა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ ეროვნულ-საბალეტო ხელოვნებას.
ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის – მთვარის(„შუშპა“) პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებს თრილაეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება — ნიღბებიან მონადირეთა ფერხული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების — დალისადმი უნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: „სამონადირეო ფერხული“, „ლემჩილი“, „ბეთქილის ფერხული“ და სხვ. დროთა განმავლობაში პირველყო ,,ხორუმი“.
ბაგინეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ქალის ფიგურა (ძვ. წ. VI ს.) მიუთითებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის ტაძართან იმართებოდა ქალთა რიტუალური ცეკვებიც.
მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებას მოჰყვა ახალი ადათ-წესების ჩამოყალიბება, რომლებიც აისახა მაგიური ხასიათის რიტუალურ ცეკვებში ,,მელია-ტელეფია’’, ,,ფერხულ-ოსხეპუე’’, ,,ორსართულიანი ფერხული’’, (,,ზემყრელო’’, აბარბარე’’, მირმიქელა’’ და სხვ.). აგრარული შინაარსის მასკარადი ,,ბერიკაობა’’, ,,მფერხაობის დღე’’ და სხვ. ბუნების მწარმოებელი ძალებისა და მათთან დაკავშირებული შრომით პროცესებს ეძღვნება.
მასობრივ (მამაკაცთა და ქალთა) ცეკვებთან ერთად ძველთაგანვე არსებობდა ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული წყვილთა ცეკვები. წყვილთა ცეკვის ფორმის განვითარებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა სინთეზური თეატრალური სანახაობა ,,სახიობა’’, რომელიც წარმართობის დროის დიდი დღესასწაულების თანმხლები ელემენტი იყო. სახიობის მხატვრული განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა რომანტიკული შინაარსის განსაკუთრებული დიალოგური ფორმა, რომელიც სრულდებოდა სალექსო იმპროვიზაციით, ე. წ. ქალ-ვაჟიანით.
წმინდა საცეკვაო ელემენტების შერწყმამ ადათ-წესებისა და თამაშობების რიტუალებთან განაპირობა ისეთი ცეკვების შექმნა, როგორიცაა: „ქართული“, ”განდაგანა”, „ხორუმი“, „ფერხულ-ორსართულა“, „სამაია“, „ხანჯლური“, „მთიულური“, „მთიულური დავლური“, „ბაღდადური“ და სხვა. ეს ცეკვები თავისებური ,,აღმოჩენა’’ იყო ქართულ ქორეოგრაფიაში. დროთა განმავლობაში, შეიქმნა მრავალი საცეკვაო დასი, რომლებიც პოპულარიზაციას უწევდნენ ქართულ ქორეოგრაფიას არა მარტო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. დიდად გაითქვეს სახელი საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლმა (მხატვრული ხელძღვანელები ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი),სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (ხელმძღვანელი გ. ბაქრაძე, ქორეოგრაფი ბ. დარახველიძე), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ,,რუსთავმა’’ (მხატვრული ხელმძღვანელი რ. ჭოხონელიძე), სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,,ერისიონმა’’.